დონალდ ტუსკი ადასტურებს, რომ მისი ქვეყანა შეუერთდა საფრანგეთთან მოლაპარაკებებს პოლონეთზე „ბირთვული ქოლგის“ გავრცელების შესახებ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ მისი ქვეყანა შეუერთდა საფრანგეთთან მოლაპარაკებებს პოლონეთზე „ბირთვული ქოლგის“ გავრცელების შესახებ. ამის შესახებ დონალდ ტუსკი X-ზე წერს.
ტუსკის თქმით, პოლონეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საფრანგეთთან და ევროპელ მოკავშირეთა ჯგუფთან გაუმჯობესებული ბირთვული შეკავების პროგრამის შესახებ.
„ჩვენ შევიარაღდებით ჩვენს მეგობრებთან ერთად, რათა ჩვენმა მტრებმა ვერასდროს გაბედონ ჩვენზე თავდასხმა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, 2 მარტს ემანუელ მაკრონმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ევროპელი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე საფრანგეთის ბირთვული იარაღი განლაგდეს.
Poland is in talks with France and a group of closest European allies on the programme of advanced nuclear deterrence. We are arming up together with our friends so that our enemies will never dare to attack us.
— Donald Tusk (@donaldtusk) March 2, 2026