დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მაგისტრალზე აფეთქება დივერსიული აქტი იყო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ კვირას ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი აფეთქება დივერსიული აქტი იყო. ამის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი შიშები დადასტურდა. ვარშავა-ლუბლინის გზაზე მოხდა დივერსიული აქტი. ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ გაანადგურა რკინიგზა. საგანგებო სამსახურები და პროკურატურა შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. ამავე გზაზე, ლუბლინთან ასევე გამოვლენილია დაზიანება“, – წერს დონალ ტუსკი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
Niestety potwierdziły się najgorsze przypuszczenia. Na trasie Warszawa-Lublin (wieś Mika) doszło do aktu dywersji. Eksplozja ładunku wybuchowego zniszczyła tor kolejowy. Na miejscu pracują służby i prokuratura. Na tej samej trasie, bliżej Lublina, również stwierdzono uszkodzenie. pic.twitter.com/aSfNRUD0q9
— Donald Tusk (@donaldtusk) November 17, 2025