დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის სახმელეთო სადგურისთვის ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის სახმელეთო სადგურისთვის ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.
ინციდენტი გასულ თვეში, პოლონეთის მაზოვიის რეგიონში, სოფელ ვოლია-კრობოვსკაში მოხდა.
„პოლონეთის შესაბამისი სამსახურების მოთხოვნით, გერმანიის პოლიციამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც მაზოვიის რეგიონში სტარლინკის სადგურისთვის ცეცხლის წაკიდებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს ჰიბრიდული ომის მორიგი აქტია. დივერსიის მონაწილეები პოლონეთის მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
მედიის ცნობით, „სტარლინკის” სატელიტური კავშირის სახმელეთო სადგურზე ხანძარი სოფელ ვოლია-კრობოვსკაში 23 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. პროკურატურამ დივერსიისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის ინტერესების სასარგებლოდ ჩადენილი ტერორისტული ხასიათის დანაშაულის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
Na zlecenie polskich służb niemiecka policja zatrzymała dwóch obywateli tureckich podejrzanych o podpalenie stacji Starlink na Mazowszu. To kolejny akt wojny hybrydowej. Sprawcy sabotażu odpowiedzą przed polskim wymiarem sprawiedliwości.
— Donald Tusk (@donaldtusk) October 12, 2026