დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ სირიის შემდეგ მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ სირიის შემდეგ მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ სირიის შემდეგ მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა.

შესაბამისი პოსტი პოლონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერებინა მსოფლიოს, ან, სულ მცირე, უნდა გააცნობიერებინოს, რომ ყველაზე სასტიკი რეჟიმიც კი შეიძლება დაემხოს და რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები შეიძლება დამარცხდნენ“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.