დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ  ნატო-ს გენერალურ მდივანთან მუდმივ კავშირზეა და მას პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებულ ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ  ნატო-ს გენერალურ მდივანთან მუდმივ კავშირზეა და მას პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებულ ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ  ნატო-ს გენერალურ მდივანთან მუდმივ კავშირზეა.

ამის შესახებ დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მარკ რუტეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებულ ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„ნატო-ს გენერალურ მდივანს ვაცნობეთ მიმდინარე სიტუაციისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც მივიღეთ ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ცნობისთვის, პოლონეთში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე მრავალჯერ დაარღვიეს ობიექტებმა. პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ, საპასუხოდ, მათ და ნატო-ს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.