დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-სა და ევროპის ქვეყნებმა ერთდროულად და ეფექტურად უზრუნველყონ რუსეთ-უკრაინის საზღვრის სტაბილურობა
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-სა და ევროპის ქვეყნებმა ერთდროულად და ეფექტურად უზრუნველყონ რუსეთ-უკრაინის საზღვრის სტაბილურობა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-სა და ევროპის ქვეყნებმა ერთდროულად და ეფექტურად უზრუნველყონ რუსეთ-უკრაინის საზღვრის სტაბილურობა. დონალდ ტუსკმა ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისვე თქმით, პოლონეთი მზადაა, თურქეთთან თანამშრომლობისთვის როგორც თავდაცვით, ისე თავდაცვის მრეწველობის სფეროში.

„მე მივმართე პრეზიდენტ ერდოღანს მკაფიო წინადადებით, რომ თურქეთმა აიღოს უდიდესი შესაძლო პასუხისმგებლობა სამშვიდობო პროცესზე და ჩვენს მთელ რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიაზე. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქ მეგობრებთან როგორც თავდაცვით, ისე თავდაცვის მრეწველობის სფეროში. ნათელი ხდება, რომ ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მშვიდობა არის თურქეთის, პოლონეთის, მაგრამ, რაც მთავარია, უკრაინისა და აშშ-ის მიზანი. ერთადერთი კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს რჩება, არის რუსეთის რეაქცია“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.