დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების ოპერაცია გულისხმობს საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების გამოყენებას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების ოპერაცია გულისხმობს საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების გამოყენებას.
„ის, რასაც რუსული ჯარები და რუსული ავიაცია აკეთებენ უკრაინის ტერიტორიაზე, წარმოადგენს გენოციდის ნიშნებს, არაადამიანურ დანაშაულებს და უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება, წარმართოს ომი ისე, რომ რუსეთის პარალიზება მის აგრესიულ ზრახვებში მაქსიმალურად ეფექტურად მოახდინოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას თავდაცვით ომში და ხელისუფლება მუდმივ კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან.
„თუმცა, რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის კონსულტაციებზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ვინმე კიევიდან გვითანხმებდეს, რომელ დღეს და სად გადაადგილდებიან“, – დასძინა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.