დონალდ ტრაპი უახლოეს მომავალში მექსიკელ კოლეგას ენრიკე პენა ნიეტოს შეხვდება
დონალდ ტრაპი უახლოეს მომავალში მექსიკელ კოლეგას ენრიკე პენა ნიეტოს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი უახლოეს მომავალში მექსიკელ კოლეგას ენრიკე პენა ნიეტოს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საკონსულტაციო შეხვედრები ვაშინგტონში ხუთშაბათს დასრულდა. მიღწეულ პროგრესს კი უკვე ქვეყნის ლიდერები განიხილავენ.

მექსიკასა და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის უთანხმოება არაერთ საკითხზე არსებობს. მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების, იგივე NAFTA-ს თაობაზე, რომლის პირობების შეცვლასაც დონალდ ტრამპი მოითხოვს.

ასევე დღის წესრიგში დგას ისეთი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, საიმიგრაციო პროცესი, ასევე გამყოფი კედლის მშენებლობა საზღვარზე. ამ ეტაპზე შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია.