დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე დებატები ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეტოქეს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის მეორე დებატები ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ დებატების ორგანიზატორებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეორე დებატები დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდგინეს. მან მერილენდში მდებარე უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრი ორშაბათს დატოვა. მისი მკურნალი ექიმების გუნდი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მკურნალობას თეთრ სახლში გააგრძელებს.
გუშინ ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დებატებამდე პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისგან კორონავირუსის გადადების საშიშროება არ არსებობს.