დონალდ ტრამპს ყოფილი მოდელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპს ყოფილი მოდელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ყოფილმა მოდელმა დონალდ ტრამპი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ემის დორისმა ბრიტანულ გარდიანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპს ის 1997 წელს საჩოგბურთო ტურნე US Open-ზე შეხვდა. მაშინ დორისი 24 წლის იყო, ხოლო ტრამპი 51-ის.

ქალი ამტკიცებს, რომ ტრამპმა მასზე იძალადა. ქალის სიტყვებს ადასტურებს მისი მეგობარი და თერაპევტი. მტკიცებულების სახით ყოფილმა მოდელმა წარადგინა ექვსი ფოტოს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტთან ერთადაა აღბეჭდილი და საჩოგბურთო ტურნირის ბილეთი.

ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ემი დორისს არასდროს შეხვედრია.

შეგახსნებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალები დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ანალოგიური ბრალდებით 2016 წელს ათი ქალი გამოვიდა.

დატოვე კომენტარი