დონალდ ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, მოსამართლეებმა აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენეს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, მათ შორის არის შეთქმულება ქვეყნის მოტყუების მიზნით, მოწმეზე ზეგავლენა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების წინააღმდეგ.
ტრამპმა ყველა პუნქტში თავი უდანაშაულოდ მიიჩნია.
მოსამართლეებმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდეს. ტრამპს ადვოკატის გარეშე მოწმეებთან კომუნიკაცია აეკრძალა.
როგორც მედია წერს, საქმის შემდეგი განხილვა 28 აგვისტოს ჩაინიშნა.