დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს მიმართა - შესანიშნავი ხარ, ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი არ მეთანხმება, მაგრამ მე ვარ ის, ვინც მნიშვნელოვანია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შესანიშნავი უწოდა.
შარმ ელ-შეიხში მყოფ მსოფლიო ლიდერებს ტრამპმა სათითაოდ გადაუხადა მადლობა. ვიქტორ ორბანზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ ის შესანიშნავია.
„ჩვენ გვიყვარს ვიქტორი. შესანიშნავი ხარ. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი არ მეთანხმება, მაგრამ მე ვარ ის, ვინც მნიშვნელოვანია. შენ შესანიშნავი ხარ. ის დიდი ლიდერია. მე მხარი დავუჭირე მას წინა არჩევნებში და მან 28 პუნქტით მოიგო. შენ კიდევ უკეთესად გაართმევ თავს ამ ჯერზე. შენ გაქვს კიდევ ერთი არჩევნები და შესანიშნავად გაართმევ თავს. ჩვენ ვაფასებთ ამას და ჩვენ 100 პროცენტით შენს გვერდით ვართ“, – თქვა ტრამპმა.