დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას უზღუდავს
დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას უზღუდავს

დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას ზღუდავს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

„ეს იყო შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, რომელიც დემოკრატებმა წარადგინეს იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომლიც 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებისკენაა მიმართული და რომლის მიზანიც რესპუბლიკურ პარტიაში უთანხმოების შეტანას გულისხმობს. რესპუბლიკელების მცირე ნაწილმა, რომლებმაც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს უბრალოდ დემოკრატების წისქვილზე დაასხეს წყალი“,- განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, „ეს რეზოლუცია სერიოზულ ზიანს მიაყენებდა აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლებლობას, დაიცვას როგორც აშშ, ისევე მოკავშირეები და პარტნიორები“.

რეზოლუცია, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, კონგრესის თანხმობის გარეშე არ შეუძლია, კანონმდებლებმა თებერვალში მიიღეს.

ამჟამად დემოკრატებს არ აქვთ საკმარისი ხმები, რომ რეზოლუციას პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლიონ.