დონალდ ტრამპმა უპასუხა კითხვას, ენდობა თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუს – „გულახდილად რომ ვთქვა, არავის ვენდობი, პოლიტიკის სამყაროში არავის ვენდობი“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში არავის ენდობა.
„ნიუს მაქსის“ კითხვაზე, ენდობა თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ტრამპმა უპასუხა: „გულახდილად რომ ვთქვა, არავის ვენდობი. პოლიტიკის სამყაროში არავის ვენდობი“.
ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტრამპს ბოლო დროს არაერთხელ ჰკითხეს, გამოუცხადებს თუ არა ვინმეს მხარდაჭერას ისრაელში 27 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინ. თავად ტრამპს ამაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი საარჩევნო კამპანიების დროს, დიდი ხანია, ხაზს უსვამს ტრამპთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.