„იმპიჩმენტის თაღლითობა გამოაშკარავდება“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა  „ტვიტერში“ დაწერა და ფილმის ანონსი გააზიარა
„იმპიჩმენტის თაღლითობა გამოაშკარავდება“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა და ფილმის ანონსი გააზიარა

„იმპიჩმენტის თაღლითობა გამოაშკარავდება“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა და უკრაინის 2014 წლის მოვლენების შესახებ ფილმის ანონსი გააზიარა.

ფილმი სახელწოდებით, „უკრაინული თაღლითობა“ პირველად 2020 წლის იანვარში ტელეარხ OAN-ის (One America News) ეთერში გავიდა. დოკუმენტური კინოსურათის ავტორია დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ კაპუტო. ფილმი ამავე არხის ეთერში 2 მაისსაც გავიდა.

„გიჟი ნენსი ვერაფერს აკეთებს, ამიტომ გააგდეს ის, როგორც სპიკერი პირველად. ის ასევე უნდა დაბრუნდეს ვაშინგტონში ახლა!“ – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

მაიკლ კაპუტოს ფილმში საუბარია უკრაინის 2014 წლის რევოლუციასა და მასში აშშ-ის როლზე, ასევე ჯოზეფ ბაიდენის კორუფციულ საქმიანობაზე. ფილმში ვრცელი დრო ეთმობა მაიდანზე სნაიპერების მიერ მომიტინგეების მკვლელობის საკითხს. ფილმი მოიცავს რამდენიმე ქართველი მოწმის ინტერვიუსაც.

მაიკლ კაპუტო ამერიკელი სტრატეგი და მედია კონსულტანტია. ის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი იყო. კორონავირუსის პანდემიის დროს, 2020 წლის აპრილში ის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერად დაინიშნა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაიკლ კაპუტო მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინისთვის მუშაობდა, თანამშრომლობდა „გაზპრომის“ შვილობილ კომპანიასთანაც.