დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად კრისტოფერ მილერი დანიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და მის ნაცვლად ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი კრისტოფერ მილერი დანიშნა.
„მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ კრისტოფერ მილერი, ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ღრმად პატივცემული დირექტორი ამ მომენტიდან თავდაცვის მდივნის მოვალეობას შეასრულებს“, – წერს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.