დონალდ ტრამპმა კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი კრის კრებსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს, რომ თანამდებობიდან კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი კრის კრებსი გაათავისუფლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ტრამპის თქმით, კრებსი თანამდებობიდან არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით „ძალიან არაზუსტი“ შეფასების გამო იქნა გათავისუფლებული.
თავად კრებსმა, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით შეიტყო და დონალდ ტრამპის განცხადებას მიკრობლოგშივე გამოეხმაურა. მისი თქმით, თანამდებობაზე ყოფნის დროს სააგენტომ ყველაფერი სწორად გააკეთა.
გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა დაკავებული თანამდებობიდან თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად კრისტოფერ მილერი დანიშნა.
The recent statement by Chris Krebs on the security of the 2020 Election was highly inaccurate, in that there were massive improprieties and fraud – including dead people voting, Poll Watchers not allowed into polling locations, “glitches” in the voting machines which changed…
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 18, 2020