დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ბაიდენი არ არსებობს და 2020 წლის შემდეგ რასაც საზოგადოება ხედავს, არის მისი კლონები, რობოტულად შექმნილი უსულო არსებები“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „2020 წელს სიკვდილით დასაჯეს“.
სოციალური ქსელის, „თრუს სოშიალის“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ჯო ბაიდენი არ არსებობს და 2020 წლის შემდეგ რასაც საზოგადოება ხედავს, არიან ბაიდენის კლონები, ორეულები და რობოტულად შექმნილი უსულო, უგონო არსებები.
„დემოკრატებმა განსხვავება არ იციან“, – აღნიშნულია პოსტში.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ პოსტს რაიმე სახის კომენტარის გარეშე აზიარებს.