დონალდ ტრამპმა „სასაცილო“ უწოდა შესაძლებლობას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს – „თუ ისინი ამას გააკეთებენ, ევროპას ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავუწესებ“

09:30, 17.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სასაცილო“ უწოდა იმ შესაძლებლობას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს სასაცილოა. კანადა საშინელი სავაჭრო პარტნიორი იყო. და არა, მე ამას ვერ ვხედავ. და თუ ისინი ამას გააკეთებენ, თუ ამას რაიმე სახით მტრულ აქტად მივიჩნევ, ევროპას ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავუწესებ ან ბევრ რამეზე ევროპასთან ვაჭრობას შევწყვეტ. თუ ევროპა ამას კარგი განზრახვით გააკეთებს, ყველაფერი რიგზე იქნება. მაგრამ თუ ამას ცუდი განზრახვით გააკეთებს, ევროპას ძალიან მძიმე ტარიფებს დავუწესებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის კომენტარს წინ უძღოდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მას სურს, კანადასთან ერთად იმუშაოს იმისთვის, რომ „კარი გაიხსნას კანადისთვის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობისკენ“.

მსგავსი