დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა
დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა45office.com. ტრამპი ამიერიდან საკუთარ ამომრჩევლებთან ამ გზით აპირებს კომუნიკაციას.

„დონალდ ტრამპის ოფისი ტრამპის ადმინისტრაციის ბრწყინვალე მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს. ამასთან, პროგრამას ავითარებს“, – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოქალაქეებს ვებგვერდით საშუალება ექნებათ დონალდ ტრამპს საკუთარი აზრები გაუზიარონ, ასევე მიწვევა გაგზავნონ რომელიმე ღონისძიებაზე.