დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს „ომის პერიოდის პრეზიდენტი“ უწოდა
დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს „ომის პერიოდის პრეზიდენტი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ თავს ომის პერიოდის პრეზიდენტს უწოდებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ საგანგებო ზომებს იღებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, საკუთარ თავს განიხილავს ომის პერიოდის პრეზიდენტად.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოიყენებს საგანგებო ძალაუფლებას, რისი საშუალებითაც ხელისუფლებას საშუალება ექნება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კერძო სექტორი მართოს.

ამასთან, პრესკონფერენციის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მექსიკასთან არსებული საზღვრიდან თავშესაფრის მაძიებლებს არ შეუშვებენ.

ამ დროის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 7 324 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.