დონალდ ტრამპმა საფრანგეთში დაკრძალულ ამერიკელ სამხედროებს წვიმის გამო პატივი ვერ მიაგო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში დაკრძალულ ამერიკელ სამხედროებს წვიმის გამო პატივი ვერ მიაგო. ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, ტრამპის ტრანსპორტით უზრუნველყოფა უამინდობის გამო შეუძლებელი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში ტრამპის მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.
ტრამპი პარიზთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე შაბათს პირველ ლედისთან ერთად უნდა მისულიყო. მას პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული სამხედროებისთვის უნდა მიეგო პატივი. თუმცა, წვიმის გამო პრეზიდენტის ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო და ღონისძიება გადაიდო.