დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელებს მიმართა - თქვენ უნდა მოიგოთ შუალედური არჩევნები, თუ არ მოვიგებთ, დემოკრატები იპოვიან მიზეზს ჩემი იმპიჩმენტისთვის, მე გადამაყენებენ
დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელებს მიმართა - თქვენ უნდა მოიგოთ შუალედური არჩევნები, თუ არ მოვიგებთ, დემოკრატები იპოვიან მიზეზს ჩემი იმპიჩმენტისთვის, მე გადამაყენებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელებს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, რესპუბლიკური პარტიის წევრების წინაშე საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, რესპუბლიკელები ამ არჩევნებს თუ არ მოიგებენ, დემოკრატები მას იმპიჩმენტს მოუწყობენ.

„თქვენ უნდა მოიგოთ შუალედური არჩევნები, რადგან შუალედურ არჩევნებს თუ არ მოვიგებთ, ისინი იპოვიან მიზეზს ჩემი იმპიჩმენტისთვის. მე გადამაყენებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა რესპუბლიკელ თანამოაზრეებს, უფრო ერთიანად იბრძოლონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გენდერული პოლიტიკა, ჯანდაცვა და საარჩევნო რეფორმები.

„ამბობენ, რომ პრეზიდენტობას როცა იგებ, კარგავ შუალედურ არჩევნებს“, – განაცხადა ტრამპმა.