აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის გახსნისთვის ემზადება. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ავრცელებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ამისთვის მისმა ადმინისტრაციამ სამეტაპიანი გეგმა შეიმუშავა. პირველ ეტაპზე უკვე არსებული შეზღუდვების ძირითადი ნაწილი შენარჩუნდება, მათ შორის, სოციალური დისტანცირება, შეზღუდვები 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებით. ყოველ შემდეგ ეტაპზე, ეს შეზღუდვები შედარებით შერბილდება, თუმცა ყველა შტატის გუბერნატორი თავად გადაწყვეტს, თუ როდის იქნება მიზანშეწონილი შტატის გახსნა.
„ჩვენ ვხსნით ქვეყანას, თუმცა პრიორიტეტი მაინც უსაფრთხოებაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივი ტესტირებით აპირებს, რისი საშუალებაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას უკვე აქვს.