დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გრენლანდიაში ცათამბჯენს არ ააშენებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუმრობით პირობა დადო, რომ გრენლანდიაში ცათამბჯენს არ ააშენებს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გრენლანდიის კუნძულზე „ტრამპთაუერი“ ჩანს.
„პირობად ვდებ, რომ ამას გრენლანდიას არ გავუკეთებ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გუშინ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გრენლანდიის შეძენის იდეას განიხილავდა. მისი თქმით, გრენლანდიის ყიდვა სტრატეგიულად საინტერესოა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გრენლანდიის შენახვა დანიას ყოველწლიურად 700 მილიონი დოლარი უჯდება.
დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი. მისი განცხადებით, გრენლანდია არ იყიდება.