დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო კოსმოსური ძალების შექმნა დაავალა
დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო კოსმოსური ძალების შექმნა დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო კოსმოსური ძალების შექმნა დაავალა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ თეთრ სახლში, ეროვნული კოსმოსური საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპის თქმით, სამხედრო კოსმოსური ძალები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება და მნიშვნელობით სამხედრო საჰაერო ძალებს გაუტოლდება.

„ამერიკელების დასაცავად საკმარისი არ არის მხოლოდ კოსმოსში ყოფნა. ჩვენ კოსმოსში დომინირება გვჭირდება. სწორედ ამიტომ, პენტაგონსა და თავდაცვის დეპარტამენტს შეიარაღებული ძალების მეექვსე განშტოების ჩამოყალიბება დავავალე. ეს იქნება სამხედრო კოსმოსური ძალები. შედეგად, ჩვენ გვექნება სამხედრო საჰაერო ძალები და სამხედრო კოსმოსური ძალები. განცალკევებული, მაგრამ თანასწორი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან ერთად, თეთრი სახლის ლიდერმა მთვარეზე ექსპედიციის განახლების პირობა დადო.