დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ პანამისა და სუეცის არხების ადმინისტრაციებმა გააუქმონ მოსაკრებლები აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო ხომალდებისა და სამოქალაქო გემებისთვის
დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ პანამისა და სუეცის არხების ადმინისტრაციებმა გააუქმონ მოსაკრებლები აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო ხომალდებისა და სამოქალაქო გემებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ პანამისა და სუეცის არხების ადმინისტრაციებმა გააუქმონ მოსაკრებლები აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო ხომალდებისა და სამოქალაქო გემებისთვის. ეს განცხადება ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააკეთა.

„ამერიკულ გემებს – როგორც სამხედრო, ისე კომერციულს – უნდა მიეცეთ პანამისა და სუეცის არხებში გავლის უფლება საფასურის გადახდის გარეშე! ეს არხები არ იარსებებდა აშშ-ის გარეშე. მე ვთხოვე სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს დაუყოვნებლივ გაერკვეს ამ სიტუაციაში და წარმომიდგინოს მოხსენებითი ბარათი“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, თეთრ სახლში დაბრუნებამდე ტრამპი აქტიურად გამოთქვამდა უკმაყოფილებას პანამის არხის ხელმძღვანელობის მიმართ. ის მოითხოვდა ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას და აშშ-თან მეტ თანამშრომლობას. საბოლოოდ, პანამის არხში განლაგებული პორტების ოპერატორმა, ჰონგკონგურმა კომპანიამ, Hutchison Holdings-მა განაცხადა, რომ აპირებს, ეს პორტები ამერიკულ კონსორციუმს მიჰყიდოს.