აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკას ტარიფები დაუწესა. დადგენილება ძალაში 10 ივნისიდან შევა და მექსიკურ პროდუქციას ხუთი პროცენტით დაბეგრავს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, 1-ელ ოქტომბრამდე ტარიფის პროცენტი ყოველთვიურად პროცენტით გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს.
ტრამპის გადაწყვეტილებას ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი. „სოციალური პრობლემები გადასახადებით ან ძალადობრივი ზომებით არ წყდება“, – წერს მექსიკის პრეზიდენტი.
დღესვე ტარიფების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის ვაშინგტონში მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება.