დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალების ოფიციალურად შექმნის შესახებ განაცხადა
დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალების ოფიციალურად შექმნის შესახებ განაცხადა

დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალების ოფიციალურად შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტის ხელმოწერის ცერემონიაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან ოფიციალურად წარვადგენთ შეიარაღებული ძალების ახალ მიმართულებას, რომელსაც ჰქვია კოსმოსური ძალები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ცერემონიაზე საუბრის დროს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კოსმოსურ ძალებს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი ჯონ რეიმონდი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ თავდაცვის ბიუჯეტში კოსმოსური ძალებისთვის 40 მილიონი დოლარი არის გამოყოფილი. პირველი ეტაპისთვის მის შემადგენლობაში 200 ადამიანი იქნება.