დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ავღანეთში ომის დასრულების პირობა დადო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ავღანეთში ომის დასრულების პირობა დადო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.
„ჩენ ვმუშაობთ, რათა დავასრულოთ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი და დავაბრუნოთ სამხედროები სახლში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ფუნქცია არ არის, სხვა ქვეყნების სამართალდამცავი სააგენტო იყოს.
„ავღანეთში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიმამაცემ მოგვცა საშუალება, არნახული პროგრესისთვის მიგვეღწია.
მე არ მინდა, ასობით ათასი ადამიანის დახოცვა ავღანეთში, რომელთაგან ბევრი უდანაშაულოა. ასევე, აშშ-ის ფუნქცია არ არის, სხვა ქვეყნების სამართალდამცავი სააგენტო იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.