დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სკოლებში „პატრიოტული სწავლების“ შემოღებას ითვალისწინებს
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სკოლებში „პატრიოტული სწავლების“ შემოღებას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სკოლებში „პატრიოტული სწავლების“ შემოღებას ითვალისწინებს. ამ განკარგულების თანახმად, ჩამოყალიბდება სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებიც ტრამპის თქმით, „ყურადღებას მხოლოდ მონობაზე, რასიზმზე და ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის შევიწროებაზე ამახვილებენ“. მისი თქმით, „სკოლებში ბავშვებს ქვეყნის შესახებ შესანიშნავი სიმართლე უნდა ასწავლონ“.

„ჩვენ ვატარებთ მარტინ ლუთერ კინგის ხედვას, რომელშიც ბავშვებს კანის ფერის მიხედვით არ განსჯიან, არამედ მათი ხასიათის მიხედვით. მემარცხენეების ცდილობენ, დაყონ ამერიკელები რასის მიხედვით და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებენ. ყველა პრობლემის რასიზმი კუთხით განხილვით, ისინი ცდილობენ თავს მოგვახვიონ ახალი სეგრეგაცია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

დატოვე კომენტარი