დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დროებით ათავისუფლებს კანადურ და მექსიკურ საქონელს ტარიფებისგან, თუ ეს საქონელი აშშ-კანადა-მექსიკის შეთანხმებაშია გათვალისწინებული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით ათავისუფლებს კანადურ და მექსიკურ საქონელს ტარიფებისგან, თუ ეს საქონელი აშშ-კანადა-მექსიკის შეთანხმებაშია გათვალისწინებული.
დოკუმენტის თანახმად, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებული საქონელი გათავისუფლდება 25%-იანი ტარიფებისგან ერთი თვის განმავლობაში.
ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპმს ჰკითხეს, შეიცვლება თუ არა ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფები, რომლებიც მომავალ კვირაში შედის ძალაში კანადის, მექსიკისა და ყველა ქვეყნის მიმართ, ასევე განიხილავს თუ არა იმავე სახის გამონაკლისს ან პაუზას ავტომობილების ტარიფებზე, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ეს არ შეიცვლება.
„ჩვენ არ გვჭირდება ხე-ტყე კანადიდან, არ გვჭირდება მანქანები კანადიდან, არ გვჭირდება ენერგია კანადიდან, არ გვჭირდება არაფერი კანადიდან“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.