დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

„ვულოცავ ჯასტინ ტრუდოს შესანიშნავ და რთულად მოსაპოვებელ გამარჯვებას. ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, ორი ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“,- წერს დონალდ ტრამპი.

კანადის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს „ლიბერალური პარტია“ იმარჯვებს, თუმცა ამ მონაცემებით, პრემიერი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.