დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს ინფორმაციის გამტანი და მატყუარა უწოდა
დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს ინფორმაციის გამტანი და მატყუარა უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ჯეიმს კომიმ საიდუმლო ინფორმაცია გასცა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს.
დონალდ ტრამპი წერს, რომ კომიმ კონგრესის წინაშე იცრუა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში ჯეიმს კომის მოღვაწეობა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა და თქვა, რომ სამსახურს ძალიან ცუდი დირექტორი ჰყავდა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ჯეიმს კომის გათავისუფლება“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი 2017 წლის 9 მაისს გაათავისუფლა. ტრამპი კომის ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტისა და 2016 წელს არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეებზე გამოძიების გამო მკაცრად აკრიტიკებდა.