დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად კელი ნაით კრაფტი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კელი ნაით კრაფტის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ თეთრი მან „ტვიტერში“ დაწერა.
კელი ნაით კრაფტი ამჟამად კანადაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად მუშაობს.
ტრამპის განცხადებით, დიპლომატი შეუდარებელი პროფესიონალია. ამასთან, კელი ნაით კრაფტი გაერო-სთან წარსულშიც თანამშრომლობდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის არჩევანით ძალიან კმაყოფილია.
დონალდ ტრამპმა თავდაპირველად გაერო-ს ვაკანტურ ადგილზე კანდიდატად ჰიზერ ნაუერტი წარადგინა, თუმცა გასულ კვირას მისი კანდიდატურა მოხსნა. ამის მიზეზი თავად ნაუერტის გადაწყვეტილება იყო. კელი ნაით კრაფტმა გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ნიკი ჰეილი უნდა შეცვალოს, რომელმაც პოსტზე უარი გასულ წელს თქვა.