დონალდ ტრამპმა გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდების თაობაზე
დონალდ ტრამპმა გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდების თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააუქმა თავისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდების თაობაზე, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

ისრაელელები დიდი ხანია, ელოდებიან ამას, ისინი დიდი ხანია, საწყობში ინახება“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ტრამპმა უპასუხა: „რადგან ისრაელელებმა იყიდეს ისინი“.

ჯო ბაიდენმა მაისში შეაჩერა ისრაელში დაახლოებით 3 500 ბომბის მიწოდება, მათ შორის 900-კილოგრამიანი ბომბების, რათა შეეზღუდა სამოქალაქო მსხვერპლი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ რაფაჰში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო კამპანიის დროს.