დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ჯეი კლეიტონი წარადგინა

22:58, 11.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ჯეი კლეიტონი წარადგინა.

„იურიდიულ საზოგადოებაში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ჯეის დონეზე აქვს პატივისცემა. მოვუწოდებ სენატს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს მისი კანდიდატურა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ჯეი კლეიტონი ამჟამად ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორია. მანამდე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი იყო. გაბარდმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მეუღლის სიმსვნის დიაგნოზი დაასახელა, თუმცა, „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტულსი გაბარდი თეთრმა სახლმა აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.

მსგავსი