დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიისა და ლიბიის კონფლიქტები განიხილეს

09:50, 28.01.2020

დონალდ ტრამპს და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიისა და ლიბიის კონფლიქტები განიხილეს.

ორი ქვეყნის ლიდერმა კონფლიქტის ზონებში ძალადობის დასრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნის მოადგილის, ჯად დირის განცხადებით, ტრამპმა და ერდოღანმა დაადასტურეს, რომ ლიბიის კონფლიქტში უცხო ქვეყნების ჩარევა და საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, სირიის იდლიბის პროვინციაში კი, ძალადობა უნდა დასრულდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთსა და საბერძნეთს შორის უთანხმოების აღმოფხვრა.

მსგავსი