დონალდ ტრამპმა და მარკ კარნიმ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში სავაჭრო საკითხები განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის (APEC) ფარგლებში სავაჭრო საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ნათქვამია კარნის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანადური მხარის ინფორმაციით, ლიდერებმა ისაუბრეს მიმდინარე სამუშაო პროცესზე, რომლის მიზანიც ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმების მიღწევაა. კარნის ოფისის განცხადებით, შეთანხმებას უნდა შეექმნა კარგი სამუშაო ადგილები, გაეუმჯობესებინა ფასებზე ხელმისაწვდომობა და სრულად დაეცვა კანადის ენები, კულტურა და სუვერენიტეტი.
როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, 2025 წელს ტრამპმა კანადასთან სავაჭრო ომი დაიწყო. მას შემდეგ კარნი ევროპასა და აზიასთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს. გასულ ღამეს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა, მომავალ წელს კი, ჩინეთში ახალი სავაჭრო მისიის გაგზავნას გეგმავს.