დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრისას ირანში, ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

22:28, 22.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც გერმანიის კანცლერი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის პრეზიდენტთან ირანში, ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს მერცი.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს გამართავენ.

მანამდე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანში ომი არავისთვისაა სასარგებლო და ყველას ზიანს აყენებს. ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ ირანის ომთან დაკავშირებით გერმანიასთან კონსულტაცია არ გაუმართავთ და ის კვლავ არ არის დარწმუნებული, რომ არსებობს იქ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების გეგმა.

მსგავსი