დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „პატარა რაკეტის კაცუნა“ უწოდა ​
დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „პატარა რაკეტის კაცუნა“ უწოდა ​

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მიმართ კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი შეფასება გამოაქვეყნა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „პატარა რაკეტის კაცუნა“ და „ფსიქიკურად ავადმყოფი“ უწოდა.

შ​ეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს შეფასებები ოფიციალური ფხენიანის მიერ უახლესი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას მოჰყვა. ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ბირთვული იარაღი უკვე მზადაა აშშ-ის ტერიტორიასაც მიწვდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით კი, ფხენიანის მიმართ ვაშინგტონის მიდგომა სახიფათოდ პროვოკაციულია.