დონალდ ტრამპმა ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გეგმა დაამტკიცა
დონალდ ტრამპმა ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გეგმა დაამტკიცა. დონალდ ტრამპი კაბინეტის წევრებსა და ვაჭრობის საკითხებში მრჩევლებს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ სავარაუდოდ, 55 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე დააწესებს ტარიფებს.

ამერიკული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპი საარჩევნო დაპირების შესრულებას გეგმავს, რაც ჩინეთთან აშშ-ის 33 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ჩინეთი. პეკინში ამბობენ, რომ თუ ტარიფები ჩინეთს დააზარალებს, საპასუხო ზომები იქნება მიღებული.