დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ არ ჩაშალოს აშშ-ის ხელმძღვანელობით ირანის ბირთვულ საკითხზე მჭიდრო მოლაპარაკებები
დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ არ ჩაშალოს აშშ-ის ხელმძღვანელობით ირანის ბირთვულ საკითხზე მჭიდრო მოლაპარაკებები

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ არ ჩაშალოს აშშ-ის ხელმძღვანელობით ირანის ბირთვულ საკითხზე მჭიდრო მოლაპარაკებები.

ტრამპის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„მინდა, ვიყო გულწრფელი. დიახ, ასეთი რამ ვუთხარი. ეს არ არის გაფრთხილება. მე ვთქვი, რომ ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა მიზანშეწონილი. მე ვთქვი, ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა მიზანშეწონილი ახლა, რადგან ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტასთან“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ირანთან ძალიან კარგ მოლაპარაკებებს აწარმოებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანთან ნებისმიერი შეთანხმება იქნება ძალიან ძლიერი.

„ახლა ვფიქრობ, რომ მათ გარიგების დადება სურთ. და თუ შევძლებთ გარიგების დადებას, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩენ“, – განაცხადა ტრამპმა.