დონალდ ტრამპმა აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმების გამო დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმების გამო დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმების გამო დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნული შემზღუდავი ზომები სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგაც მოქმედებს.

შესაბამისი ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დონალდ ტრამპის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვანი, ბოროტი მოქმედებები კიბერსივრცეში აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის კვლავ განსაკუთრებულ და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენენ.

აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმებისთვის სანქციები ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2015 წლის 1 აპრილს აამოქმედა. შემზღუდავი ზომები აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს საშუალებას აძლევდა, ქვეყნის ტერიტორიაზე გაეყინა იმ პირების აქტივები, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებში მონაწილეობენ. 2016 წლის დეკემბერში სანქციები გაფართოვდა, კერძოდ ზომები გავრცელდა იმ პირებზე, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდნენ. სანქციები დაუწესდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და მთავარ სადაზვევრო სამმართველოს, ასევე აღნიშნულ უწყებებთან დაკავშირებულ სპეცსამსახურებს.