დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომელიც მას საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომელიც მას შტატის მასშტაბით საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„კოლორადოს გადაწყვეტილება არ და ვერ იქნება სწორი“, – ამის შესახებ ტრამპის ადვოკატები სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში წერენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალა. კოლორადოს შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ორივე შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე მიიღო.