დონალდ ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად მარკ ესპერი დანიშნა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად მარკ ესპერი დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მარკ ესპერი დანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, თავდაცვის მდივნის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა პატრიკ შენაჰანმა პოსტზე უარი განაცხადა.

„ტვიტერის“ საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პატრიკ შენაჰანს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ მას ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება სურს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მარკ ესპერს საკმაოდ კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.

დატოვე კომენტარი