დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგი გამოაქვეყნა და საკუთარ თავს „უდიდესი“ პრეზიდენტი უწოდა

10:55, 28.08.2026

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და საკუთარ თავს აშშ-ის ისტორიაში „უდიდეს“ პრეზიდენტს უწოდებს.

ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტები ექვს კატეგორიად დაყო: „უდიდესი“, „დიდები“, „თითქმის დიდები“, „საშუალოები“, „საშუალოზე დაბლები“ და „წარუმატებლები“.

ფოტოს მიხედვით, კატეგორია „უდიდესში“ მხოლოდ დონალდ ტრამპია.

„დიდების“ კატეგორიაში არიან აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, თომას ჯეფერსონი და ენდრიუ ჯექსონი.

დონალდ ტრამპი თეოდორ რუზველტს, გროვერ კლივლენდს, ჯონ ადამსს და ჯეიმს პოლკს „თითქმის დიდ“ პრეზიდენტებად თვლის.

ამასთან, მისი აზრით, „საშუალო“ პრეზიდენტები არიან ბილ კლინტონი, ჯონ ქუინსი ადამსი, ჯეიმს მონრო, რეზერფორდ ბ. ჰეისი, ჯეიმს მედისონი, მარტინ ვან ბურენი, უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჩესტერ ა. არტური, უილიამ მაკკინლი, ენდრიუ ჯონსონი,  ჰერბერტ ჰუვერი და ბენჯამინ ჰარისონი.

„საშუალოზე დაბალ“ კატეგორიაში მოხვდნენ ჯონ ტაილერი, კალვინ კულიჯი, მილარდ ფილმორი, ზაქარი ტეილორი, ჯეიმს ბიუკენენი და ფრანკლინ პირსი.

დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, „წარუმატებლების“ კატეგორიაში შედიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ულისეს ს. გრანტი, უორენ ჯ. ჰარდინგი და ჯიმი კარტერი.

მსგავსი