დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას დაბალი რეიტინგის პოლიტიკური ორგანიზაცია უწოდა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას დაბალი რეიტინგის პოლიტიკური ორგანიზაცია უწოდა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია უწოდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

რეპორტიორმა ტრამპს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეების ნაწილის მიერ რასობრივი დისკრიმინაციისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამო გამოთქმულ პროტესტზე, რის გამოც რამდენიმე მატჩის გადადება გახდა საჭირო.

„მე არაფერი ვიცი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პროტესტის შესახებ. ვიცი, რომ მათი რეიტინგი დაბალია. ხალხი დაიღალა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციით, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაიქცა, რაც არ არის კარგი ამ ქვეყნის სპორტისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თამაშების ნაწილი კალათბურთელების პროტესტი გამო გადაიდო. მოთამაშეების ნაწილი ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში.