დონალდ ტრამპმა აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბრაუნი აღნიშნულ თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა.
სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილ მფრინავს ღიად აკრიტიკებდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი. გასულ წელს ჰეგსეთმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა ჩარლზ ბრაუნს, რადგან, მისი მტკიცებით, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი „ვოუქიზმის“ დღის წესრიგს უჭერდა მხარს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არმიის გაერთიანებულ შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას სამხედრო-საჰაერო ძალების თადარიგის გენერალი, დენ ქეინი დაიკავებს. დენ ქეინი მონაწილეობდა ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების ოპერაციაში 2018-2019 წლებში.