დონალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტი ბავშვების სიკვდილში დემოკრატები დაადანაშაულა
დონალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტი ბავშვების სიკვდილში დემოკრატები დაადანაშაულა

დონალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტი ბავშვების სიკვდილში დემოკრატები დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ასეთი ტრაგედია არ მოხდებოდა, რომ არა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობაზე, დემოკრატების უარი.

„საზღვრის სიახლოვეს, ბავშვების ან სხვა პირების სიკვდილის ნებისმიერი შემთხვევა, დემოკრატების ნამუსზეა და მათი მიგრაციული პოლიტიკა საშინელია, რადგან სწორედ ამ პოლიტიკის გამო ხალხი გრძელ გზას გადის, იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოღწევას შეძლებენ. ჩვენ რომ გვქონდეს კედელი, ისინი არც კი ეცდებოდნენ” – წერს Twitter-ში დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორი ბავშვი, რომელიც მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში გარდაიცვალა, ავად იყო, ხოლო მათი მშობლები მესაზღვრეებს არ ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, 8 წლის გვატემალელი ბავშვი 25 დეკემბერს გარდაიცვალა. ის მიგრანტთა ცენტრში მამასთან ერთად იმყოფებოდა. ის შეუძლოდ 24 დეკემბერს გახდა. მშობლების მოთხოვნით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაციების დიაგნოზი დაუსვეს, წამლები დაუნიშნეს და გამოწერეს. მოგვიანებით, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და ის გარდაიცვალა.

მანამდე მიგრანტთა ცენტრში ასევე გვატემალელი, 7 წლის გოგონა დაიღუპა. გაერო-მ ბავშვების სიკვდილის გამოძიება მოითხოვა და მოუწოდა ვაშინგტონს, არასრულწლოვნები მიგრანტთა ცენტრში არ გააჩერონ.

დატოვე კომენტარი